საფრანგეთი თანახმაა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირკალი ოქრუაშვილის სამშობლოში ექსტრადაციის საკითხი თავის თავზე აიღოს. გერმანიის შსს-ის პრესმდივნის, მატიას ვოლფის განცხადებით, გერმანიასა და საფრანგეთს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
"შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ ფორმალური საკითხების მოგვარებას რამდენიმე დღე დასჭირდება", _ განაცხადა ვოლფმა.
მან დაადასტურა ადრე გამოთქმული მოსაზრება, იმის თაობაზე რომ ოქრუაშვილისთვის ვიზის გაცემის გამო პასუხისმგებლომა ფრანგულმა მხარემ უნდა აიღოს.
მისივე თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებები აბსოლუტურად პასუხობს ევროპულ კონვენციას ექსტრადიციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ქართული მხარის მოთხოვნით 2007 წლის 27 ნოემბერს ბერლინში დააკავეს.