ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის # 2 სკოლის ორმა უფროსკლასელმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 17 წლის ხვიჩა უბილავა და 16 წლის ნინო ახვლედიანი # 2 სკოლის მეოთხე სართულიდან გადმოხტნენ. შემთხვევა დაახლოებით 15:00 მოხდა.
გალის რაიონის ე.წ მილიციის უფროსის ლიურენს კოღონიას განცხადებით, დაშავებულები გალის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების განცხადებით, უბილავას ფეხი აქვს მოტეხილი, ახვლედიანს კი ნეკნები.
"პედაგოგები და მოსწავლეები არ გამორიცხავენ, რომ სუიციდის მცდელობის მიზეზი სიყვარული იყოს. ჯერ გადმოხტა ნინო, შემდეგ კი ხვიჩა", _ იუწყება აფხაზური მედია.