"სასწრაფო ოფიციალური რეკეტიორი ხდება", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ ინტერვიუში ასოციაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე, ჯანდაცვის ომბუდსმენი წინააღმდეგობის მოძრაობიდან მარინა ბერაძე "ალიას" სკანდალურ დოკუმენტს აწვდის და შემაშფოთებელ ფაქტებს უყვება.
2011 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წელთან შედარებით, 13 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ჯანდაცვის პროგრამების მოცულობა კი 15 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. 2010 წელს ეს რიცხვი 29 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ფაქტს საკრებულოში იმით ხსნიდნენ, რომ ჯანდაცვის პროგრამებს გამოეყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხები. ეს სამსახური საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეუერთდა და ამ სააგენტოს ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით განისაზღვრა, სადაც 13 მილიონი ლარი იყო სწორედ ბიუჯეტიდან გასული თანხა
"როცა საკრებულოში ჩვენმა ასოციაციამ პრეზენტაცია „თბილისის ჯანდაცვის განვითარების გზები" ჩაატარა, წარმოვადგინეთ ყველა პრობლემა, რაც დღეს
დგას და მისი გადაწყვეტის გზებზეც ვისაუბრეთ. მანამდე შევისწავლეთ ბოლო წლების
სასწრაფო დახმარების მუშაობის სქემა, ანალიზი გავუკეთეთ მას და ამის საფუძველზე მივმართეთ თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებს ჩვენი პროექტით, სადაც ვამბობდით, რომ სასწრაფო დახმარების ხარჯები იზრდებოდა და საჭირო იყო ამ სამსახურის რეორგანიზება. ასევე უნდა განახლდეს მისი ავტოპარკი", - აცხადებს მარინა ბერიძე.
თუმცა როგორც ბერიძე ამბობს, რომ მას არავინ მოუსმინა სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეფორმის ფარგლებში, კლინიკებს იანვრის ბოლომდე უნდა გაევლოთ ავტორიზაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ჰოსპიტალმა უნდა დადოს სასწრაფოსთან ხელშეკრულება, რათა მოხდეს პაციენტების გადაყვანა ავტორიზებულ კლინიკებში. სასწრაფო სამედიცინო დახმარება პაციენტს არ მიიყვანს იმ საავადმყოფოში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი არ ექნება. ავტორიზაციის გავლა კი კლინიკის მხრიდან მოითხოვს ყოველთვიური თანხის გადახდას სასწრაფოს ანგარიშზე ცხრილში მოცემული მოდულების შესაბამისად. ცხრილში მოცემული ავტორიზაციის თანხები არ არის საბოლოო. პირველად ფორმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები რეფორმის დასატესტად. იანვრის ბოლომდე კლინიკებს ავტორიზაცია უკვე გავლილი, ანუ ხელშეკრულებები დადებული უნდა ჰქონდეთ. თებერვალი იქნება პილოტური, მარტიდან კი ანალიზის საფუძველზე მოხდება თანხების ცვლილებები მოდულების მიხედვით, რის შემდგომაც დაიდება 10-თვიანი ხელშეკრულება. ანალიზის ჩატარების მიზნით, თებერვალში სასწრაფოს მიერ მიყვანილი პაციენტების რეგისტრი კლინიკებში ცალკე იწარმოებს და ის მიეწოდება სასწრაფოსაც. „ახლა გეტყვით რამდენიმე ვარიანტს, რა თანხებიც უნდა გადაუხადონ კლინიკებმა ჯერჯერობით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ყოველთვიურად: აბდომინალურ ქირურგიაში, ავტორიზაციის ღირებულება ყოველთვიურად 800 ლარია, ეს ნიშნავს იმას, რომ საავადმყოფომ სადაც აბდომინალური ქირურგიის განხრით სრულდება მუშაობა, ყოველთვე 800 ლარი უნდა გადაუხადოს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იმისთვის, რომ, როცა ამ პროფილის პაციენტი გამოჩნდება, მათთან მიიყვანოს"- აცხადებს ბერიძე.
ალერგოლოგიის პროფილის მოდული (ყოველთვიური გადასახდელი) 100 ლარია, ენდოკრინოლოგიის _ 200 ლარი, კარდიოლოგიის _ 1000 ლარი, მიკროქირურგიის - 400 ლარი, ნეიროქირურგიის _ 1000 ლარი, ნევროლოგიის _ 500 ლარი, ოფთალმოლოგიის _ 200 ლარი, ოტოლარინგოლოგიის _ 100 ლარი, ტრავმატოლოგიის _ 1000 და ა.შ.
„სამომავლო შედეგებს, რაც ამას მოჰყვება, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც მშვენივრად ხვდებიან, ალბათ და ხმა დროულად უნდა ამოიღონ. ეტყობა, ყველა ცალ-ცალკე ფიქრობს, რომ თავად გადარჩება და გამოძვრება მდგომარეობიდან, მთავარი ის არის, რომ ჯანდაცვა თავზე გვენგრევა და მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას. სანამ გვიანი არ არის და ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ხდება ეს ყველაფერი, უნდა დაფიქსირდეს, რომ ამ მოდელმა არ იმუშავა და ცუდია. დაფინანსება მართლაც სჭირდება სასწრაფოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვინმეს დაზარალების ხარჯზე", - აცხადებს მარინა ბერიძე.