საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა კონგრესმენებს ბილ შუსტერს, მარიო დიას ბალარდს, ჯონ გარასმენდის , დანკარ ჰანტს, ტედ დოსს, ჯონ რანიანსა და შონ დაბს.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობები შემდგომ საფეხურზე უნდა გადავიდეს, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.
როგორც ქართული ტელეკომპანიები იუწყებიან, მხარეებმა დადებით შეაფასეს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური და ანტოკორუფციული რეფორმები. ითქვა, რომ საქართველოს წარმატებას არა მხოლოდ ამერიკა, რუსეთიც აღიარებს, რაზეც ქვეყანაში რუსი ტურისტების რიცხვის ზრდაც ადასტურებს.