ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროგრამა გრძელდება. დღეს, 2 თებერვალს, ვაჟ ხელბურთელთა შორის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
სპორტკომპლექს "არენაში" 27 იანვარს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი გოგონათა შორის 1998/1999 წლებში დაბადებულთა შორის. ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 31 იანვარს გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის გუნდები შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ასაკია, რომელსაც თბილისში ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალაზე მოუწევს თამაში.
31 იანვარს შემაჯამებელ თამაშებს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ "თბილისი 2015"-ის პროექტის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გოდაბრელიძე და ოლიმპიური ფესტივალის სპორტული კოორდინატორი ირაკლი სამყურაშვილი.