„პრეზიდენტ ობამას განცხადება ზომიერად მკაცრი გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილმა უნდა გაამართლოს სტრატეგიული პარტნიორის მოლოდინი ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური საარჩევნო გარემოს შექმნით და თანასწორუფლებიანი არჩევნების ჩატარებით. როგორ გაამართლებს სააკაშვილი ამ მოლოდინს ძნელი სათქმელია, რადგან მას არაერთხელ მიუღია მსგავსი მითითებები სხვა ევროპელი ლიდერებისაგან! სამწუხაროდ გაფრთხილება გაფრთხილებად რჩება, რადგან ქვეყანა არშემდგარი დემოკრატიიდან კატასტროფული სისწრაფით მიექანება დიქტატურისაკენ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით დემოკრატიულ ძალთა ერთობამ უნდა მოახერხოს ამ პროცესის თავიდან აცილება, თუმცა დღეს პრობლემა სწორედ ამ ერთობის ჩამოყალიბებაა. ამავე დროს ეს განცხადება ნათელი მესიჯია მთელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალებისთვის, რომ ა.შ.შ. მხარს უჭერს და აფასებს ქართველი ხალხის მონაწილეობით განხორციელებულ ყველა დემოკრატიულ ძვრასა და რეფორმას. სწორედ ქართველი ხალხის პოლიტიკურ სიბრძნეზე იქნება დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ამ გამოწვევების მშვიდობიანად გამკლავება", - განაცხადა „განახლებული საქართველოსთვის " ლიდერმა ნანა გულუამ.
მასალის გამოყენების პირობები