ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ "სუონსთან" შეხვედრაში, მცირე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. შესვენების შემდეგ მეტოქეს პრესინგით ვავიწროვებდით და უფრო მეტ სახიფათო მომენტს ვქმნიდით, რომელიც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში არ გამოგვდიოდა,"- განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
"პრემიერლიგაში, "ტოტენჰემთან", შვიდქულიანი ჩამორჩენა ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ ჩვენი ჩემპიონობაზე ფიქრი არარეალურია. ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზონაში შესასვლელად იბრძოლებს",- დაასრულა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ რომ ლონდონის ჩელსი გუშინ სუონსისთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ლიდერებს 12 ქულით ჩამორჩება.