რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია წნეხშია მოქცეული.
"თუკი აქამდე გაერთიანებული ოპოზიცია ფიზიკური და მორალური წნეხის ქვეშ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლებას, ახლა ამ ორი სახის ტერორს, მესამე _ სატელევიზიო ტერორიც მიუმატა. ჩვენ არ გვეშინია, თქვენს ხმებს აუცილებლად დავიცავთ და საქართველოს არავის დავუთმობთ", _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი 14:00 სათთზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. რიყეზე გამართულ მიტინგს ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები აშუქებენ.