ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე სოსო ჭედია შეცვალა. ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ ის მიმდინარე შესარჩევ ეტაპს გამოიყენებს გუნდის შესათამაშებლად, ვინაიდან საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის, ყველანაირი შანსი დაკარგა. გარდა ამისა, ეტაპობრივად მოხდება ნაკრების გაახალგაზრდავება და აქცენტი იმ ფეხბურთელებზე გააკეთდება, რომლებიც მომდევნო შესარჩევ ცილში მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, საქარველოს ნაკრები 21 მარტს სტამბოლში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, 19-წლამდელთა მთავარ მწვრთნელად კახა კაჭრავა, ხოლო 17-წლადელთა ნაკრების მთავრ მწვრთნელად ნოდარ აკობია დაინიშნა.
ალექსანდრე ჩივაძემ, ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის სასიხარულო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.
"მე სიამოვნეიბთ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ ეს ახალგაზრდული ნაკრები არის საკვანძო ნაკრები. ძირითადად, ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულმა უნდა მიიღოს შევსება და პლიუს ამას 21-წლადელთა ახალგაზრდულ ნაკრებში შევსება უნდა მივიღოთ 19 და 17-წლამდელების ახალგაზრდული ნაკრებებიდან. ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს მუშაობა, რომ არცერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან."
19-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა, ნაკრებს შემოდგომაზე ჩაუდგება სათავეში, მანამდე კი გუნდს თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი უხელმძღვანელებს.