სოხუმის ცენტრში ორსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. შენობაში განლაგებული იყო, საცხოვრებელი ბინები, "გლავპოჩტამტი", იაპონური რესტორანი სახელწოდებით "კიბორჩხალა". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
შენობა ვორონოვის სახელობის ქუჩაზე მდებარეობდა. შენობაში ასევე განლაგებულია მაღაზიები და სილამაზის სალონები.
"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა", _ იუწყება მედია.
მათივე ინფორმაციით ხანძარს რვა სახანძრო მანქანა აქრობდა.