"აფხაზეთი ღიაა დიალოგისათვისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღებისათვის, მაგრამ დადებითი შედეგები მანამ არ იქნება, ვიდრე საქართველო აფხაზეთს მოლაპარაკებათა პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ არ აღიარებს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში გააკეთა.
"საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც აფხაზურ მხარესთან შეთანხმების გარეშე ხორციელდება მოლაპარაკეთა ატმოსფეროს გაუარესებას უწყობს ხელს, ვგულისხმობ გაეროს გენერალური ასამბლეისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე რეზოლუციას, ასევე ავანტიურას ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის არის განკუთვნილი", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, ამგვარი მოქმედებები მიმართულია აფხაზეთის იზოლაციისაკენ და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების დისკრიმინაციად კვალიფოიცირდება.
"ე.წ. ნეიტრალური დოკუმენტები აფხაზეთისათვის მიუღებელია", - განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დააყენებს.