საქართველოში რიგგარეშეEსაპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ეუთოს მისიის შეფასებაზე ცესკოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია გამოთქვამს საკუთარ პოზიციას. თუმცა მათ აღნიშნეს რომ იყო გარკვეული პრობლემები, კერძოდ სიებთან და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.
"ასევე ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ეუთოს მისიამ მონიტორინგი განახორციელოს საჩივრების განხილვაზე, რათა დაიდოს საბოლოო შეფასება საქართველოში ჩატარბეულ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ მარაქველიძემ.