გუშინ, 30 იანვარს, თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. შოთა არველაძის გაწვრთვნილმა „კაისერმა", ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ბეშიქთაში" დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1-0. კაისერელთა განაცხადში არ ყოფილა ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი. „ბეშიქთაშის" დამარცხება კი არველაძის სამწრთვნელო კარიერის აქტივს უნდა მივაკუთვნოთ. ამ გამარჯვებით, შოთა არველაძის „კაისერსპორი" 32 ქულით მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. შოთას გუნდს მორიგი მატჩი, 2 თებერვალს, სტუმრად, „სივასპორთან ელის.