სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. ხელისუფლებასა და მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასტულდა. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის", ვადიმ ბროვცევის მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს.
ბროვცევი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერისთვის, ალა ჯიოევასთვის, უფლებამოსილების გადაცემას ახალ არჩევნებზე ე.წ. სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ აპირებს.
"რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად მე დროებით ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. ნებისმიერი, ყველაზე რთული საკითხების გადაწვეტის შემთხვევაშიც კი მთავარი კანონით, ასევე პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს დადგენილებებითა და სახელმწიფოს სხვა სამართლებრივი ინსტიტუტების გადაწყვეტილებებით ვიხელმძღვანელებთ", _ განუცხადა ბროვცევმა ჟურნალისტებს.
ჯიოევა ვადიმ პროვცევისგან ე.წ. ხელისუფლების გადაცემას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი "ინაუგურაციის" ჩატარებით იმუქრებოდა. ჯიოევამ თავისი "ინაუგურაცია" მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის დანიშნა.