თბილისის „დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელად საქართველოს 19-წლამდელთა და დინამოს დუბლ შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი დაინიშნა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დევდარიანი უფიციალურად წარადგინა დინამოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მისი განცხადებით სხვა ცვლილებებიც მოხდა დინამოში: გენერალურ დირექტორად დაინიშნა სანდრო შახოვი, ხოლო ზურაბ პოლოლიკაშვინი კლუბის ვიცე პრეზიდენტად.
„სანდრო შახოვი დაინიშნა დინამოს გენერალურ დირექტორად , ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა გუნდის ვიცე-პრეზიდენტი. ზურა ჩემი მეგობარია და რჩება ჩვენს გუნდში. მე და ზურას გაგვაჩნია საერთო პროექტი, რომელიც არ არის „დინამოსთან" კავშირში, აქედან გამომდინარე ჩავთავლე საჭიროდ, რომ უკეთესი იქნებოდა, ზურას უკეთ გაეცნო ვალდებულებები ახალ თანამდებობაზე, რომელსაც შემოდგომში ჩვენნი საერთო საქმისთვის გამოიყენებს. რაც შეეხება შახოვს, იგი ძალიან კარგი მენეჯერია, ეს ადამიანი მომწონს თავისი ნაბიჯებით და შეხედულებებით. მგონია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნა მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის,"- განაცხადა რომან ფიფიამ პრესკონფერენციაზე.
ფიფიამ ასევე ისაუბრა ალექს გარსიას გაშვების მიზეზებზე:" ალექს გარსია არის წესიერი და შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ეს თვისებები არ არის საკმარისი, იმ მიზნებისთვის, რომელსაც „დინამო" ემსახურება". მისი თქმით, გარსიასთვის მიცემული ვადა არ აღმონდა ესპანელისთვის საკმარისი, რის გამოც მოხდა მისი გათავისუფლება.
„მე ალექს გარსიათვის მიცემული მქონდა სხვადასხვა დავალება, რომელიც მან გარკვეულ დროში ვერ შეასრულა. ეს მიზეზი პირადად ჩემთვის საკმარისია, რათა ესპანელი დაკავებული თანამდებობიდან გამეთავისუფლებინა."
დინამოს ახალმა მთვარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისთვის ეს დიდი გმოწვევა და პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ყველა მწვრთვნელისთვის ხელსაყრელია შეკრების დასაწყისშივე ჩაუდგეს სათავეში გუნდს.
„თვითონ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ჩემი აზრით ფაქტის მიზანშეწონილობაზე დრო გაგვცემს პასუხს. „დინამო" ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის და დიდი პასუხისმგებლობა. ამ რთულ ვითარებაში ხელმძღვანელებისგან ნდობას ვგრძნობ და კაცობად მიმაჩნია ის, რომ მაშინ ჩაუდგე გუნდს სათავეში, როდესაც მას სჭირდები", – განაცხადა გიორგი დევდარიანმა.