აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის" დადგენილება უკვე ძალაშია.
დღემდე აფხაზეთის მთავრობას წარმომადგენლობები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰყავდა.
დადგენილების მიხედვით კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშიც შეიქმნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია.