ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს" ვადიმ ბროვცევს შორის კონსულტაციები გრეძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ ალა ჯიოევამ რუსულ მედიას თავად მიაწოდა.
"შაბათს მე ბროვცევის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ბროვცევი ორშაბათს შემხვდება და ჩვენ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. ზუსტ დროზე არ გვისაუბრია",_ აცხადებს ჯიოევა.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 23 იანვარს განახლდა, მას შემდეგ რაც ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ ის ოს სეპარატისტთა ყოფილ ლიდერთან კოკოითთან ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამოვიდა. ჯიოევამ მისთვის, როგორც კანონიერად არჩეული "პრეზიდენტისათვის" "ხელისუფლების" გადაცემა მოითხოვა. ჯიოევამ ასევე განაცხადა, რომ თავისი ე.წ. ოფიციალურ ინაუგურაციას მიმდინარე წლის 10 თებერვალს ჩაატარებს.