თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია თანადებობიდან გაათაისუფლეს. კლუბის ხელმღვანელობამ ეს გადაწყეტილება ესპანურ შეკრებაზე. მას შედეგ მიიღო, როდესაც „დინამომ" შვეიცარულ „იანგ ბოიზთან" ამხანაგურ შეხევდრაში წააგო 1:3. ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ ვინ შეცვლის ესპანელს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება თბილისის „დინამოს" დუბლ შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.
დღის მეორე ნახევარში საბოლოოდ გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა დევდარიანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ცვლილებები შეიძლება შეეხოს კლუბის სხვა რგოლებსაც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური მენეჯერის პოსტს დატოვებს ზურაბ პოლოლიკაშვილი და მის ადგილს სანდრო შახოვი დაიკავებს. პოლიკაშვილი დინამოში მოღვაწეობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელებს.