გუშინ გაიმართა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ვაჟთა შორის. ფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფა ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. მატჩმა 5 საათი და 53 წუსთი გასტანა, რომელიც დიდი სლემის ტურნირების ფინალების ახალი რეკორდია. მანამდე ყველაზე დამღლელი და თანაბარი ფინალის მონაწილენი იყვნენ შვედი მატს ვილანდერი და ჩეხი ივან ლენდლი, რომლებმაც შორეულ 1988 წელს თითქმის ხუთი საათი ითამაშეს ამერიკის ღია პირველობის სატიტულო შეხვედრაში.
უსუალოდ მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩოგბურთელებმა 5 სეტის განმავლობაში სიამოვნება მიანიჭეს მაყურებელს. ნოვაკმა 5:7, 6:4, 6:2, 6:7, 7:5 ანგარიშეით დააარხა ესპანელი.
მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა მცირე კომენტარი გააკეთა : „მე და რაფამ დღეს ისტორია შევქმენით. სამწუხაროდ, ჩვენს შორის მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლებოდა ყოფილიყო."
ჯოკოვიჩისთვის ეს გამარჯვება მეხუთეა დიდი სლემის ტურნირებზე. იგი ავსტრალიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია, სადაც 2008 და 2011 წლებშიც გახდა ჩემპიონი. ამას გარდა მან 2011 წელს მოიგო უიმბლდონი და აშშ-ს ღია პირველობა. სლემის შესასრულებლად ჯოკოვიჩს მოსაგები დარჩა საფრანგეთის ღია პირველობა, სადაც მას ტრადიციულად ყველაზე მეტად უჭირს. სერბი პარიზში არასდროს გასულა ფინალში.