ინგლისის თასის შაბათს გამართულ შეხვედრაში, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, რასისტული ფაქტი დაფიქსირდა. დააპატიმრეს უელსელი გულშემატკივარი, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მომხადრი ინციდენტის დროს, როდესაც სუარესი და პატრის ევრა შეკამათდნენ, მაიმუნის ქცევებზე მიბაძვით გამოხატავდა საკუთარ რასისტულ დამოკიდებულებას ფრანგისადმი.
გულშემატკივარი მატჩის დასრულებისთანავე დააპატიმრეს და ამჟამად პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება