ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ საკუთარი "ინაუგურაცია" 10 თებერვალს დანიშნა.
ამის შესახებ ჯიოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება "იანუგურაციის" ცერემონიალი.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს მიმართავს.
"10 თებერვლიდან მოვალების შესრულებას შევუდგები, თუმცა ინაუგურაციის ადგილის დასახელება ჯერ არ შემიძლია. ამასთან, მივმართავ პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს, რომ ხელისუფლება ცივილიზებულად გადმომცეს, როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს", - აღნიშნა ჯიოევამ.
მისივე თქმით, მან "ხელისუფლებას" ინაუგურაციის თარიღის დანიშვნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა დესტრუქციულ ქმედებად შეაფასეს.
"სამჯერ გავუგზავნე ბროვცევს წერილი ინუგურაციის თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის პასუხის გაცემის ნაცვლად ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება, სადაც ჩემი მოთხოვნა დესტრუქციულ ქმედებად არის შეფასებული. ამის შემდეგ სხვა გზა აღარ დამრჩა გარდა ინაუგურაციის თარიღის დანიშნვნისა", - აღნიშნა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ალა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო ცესკოს შედეგბი ე.წ. სასამართლომ გააუქმა.
ახალი ე.წ. საპარზიდენტო არჩევნები კი ცხინვალში ამ წლის 25 მარტს არის დანიშნული.