ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ვიქტორია აზარენკამ 6:3, 6:0 დაამარცხა მარია შარაპოვა და წლის პირველი სუპერ-ტურნირის მთავარ პრიზთან ერთად მსოფლიო რეიტინგში პირველობაც მოიპოვა.
22 წლის ბელარუსმა შანსი არ დაუტოვა ორი წლით უფროს და ბევრად უფრო ტიტულოვან რუსს, რომელსაც მანამდე სამი სლემ-ტურნირი მოეგო, მათ შორის აუს ოუფენის 2008 წლის ჩემპიონიც გახლდათ, აზარენკას კი ასეთი მაღალი კატეგორიის შეჯიბრში აქამდე ფინალშიც არ ეთამაშა.