საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალი უკრაინელ თანატოლებთან 0:2 დათმო და რვა გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
ფინალური მატჩი ძალიან მძიმე და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, და მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 48-ე და 78-ე გაშვებული გოლების შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მატჩი დათმო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
მატჩის შემდეგ, ტურნირის დახურვისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გუნდების დაჯილდოებამდე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოავლინეს
საუკეთესო ნახევარმცველად საქართველოს ნაკრების 8 ნომერი - გიორგი პაპუნაშვილი აღიარეს, საიკეთესო ბომბარდირად კი დავით ჯიქია და დმიტრო ბელონოგი დასეახელეს 4-4 გატანილი გოლით.