აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია " World Vision " -თან თანამშრომლობითაა დაინტერესებული. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩელავ ჩირიკბა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა.
" World Vision International " - ქრისტიანული ჰუმანირატული საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი 1945 წელს არის დაარსებული. აფხაზეთში ამ ორგანიზაციამ თავისი ოფისი 2005 წელს გახსნა.
"ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩირიკბას მოუთხრეს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და აფხაზეთში მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ შეხვედრის ბოლოს ე.წ. მინისტრმა სტუმრებს განუცხადა, რომ აფხაზეთი მათ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულია.