„ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ღირსეული წინააღმდებობა გაუწიოს „ბარსელონას" ესპანეთის თასის ნახევარფინალურ ორმატჩიან დაპირისპირებაში.
„ბარსელონას დამარცხება ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ „ვალენსიას" შესწევს იმის ძალა, რომ ღირსეულად ეთამაშოს „ბარსას". ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ფინალში გასასვლელად. მოტივაცია კი „ვალენსიას" ნადვილად არ აკლია, მითუმეტეს, რომ ბოლო მატჩებში საგრძნობლად გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი,"- განაცხადა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ" გუშინ ორმატჩიან დაპირსპირებაში თანაქალაქელი „ლევანტე", საერთო ჯამში, 7:1 დაამრაცხა და ნახევარფინალში „ბარსელონას" დაუპირისპირდება.