რაფაელ ნადალი US Open -ის ფინალშია. იგი როჯერ ფედერერისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა და დიდი სლემის 15 ტურნირის მომგებ შვეიცარიელს ახლაც მან გადაუღობა გზა. მელბურნში ფედერერი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, სეტიც კი არავისთან წაეგო, ნადალთან კი 1:3 დამარცხდა.
„დიდი ჯილდოა როჯერის პირისპირ დგომა. შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც ისეთ ჩოგბურთელს ტოლ-სწორად ეთამაშები, რომელიც შეცდომას თითქმის არასდროს უშვებს. მუდამ ვცდილობდი, ჩემი თამაში ისე დამეხვეწა, რომ ფედერერის დონემდე მოვსულიყავი,"- განაცადა მატჩის შემდეგ მალიორკელმა.
ნადალი 29 იანვარს გასამართ ფინალში შეხვდება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ენდი მიურეის შორის გამარჯვებულს, მანამდე კი ორი დღე დასვენების და მძიმე მატჩის შემდეგ ძალის აღდგენის დრო ექნება. მიურეი და ჯოკოვიჩი მეორე ნახევარფინალს დღეს ითამაშებენ.