საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის" გარემარბი დავით თარგამაძე შახტარში რჩება. იგი დონეცკურ კლუბში 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დავით თარგამაძემ „შახტარის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.
"სამი დღის წინ მითხრეს, რომ "შახტართან" ერთად წავიდოდი შეკრებაზე. მერე კი გადაწყვეტდნენ, გამანათხოვრებდნენ, თუ ახლავე დამიტოვებდნენ გუნდში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი. მეგონა, "შახტარს" ზაფხულში შევუერთდებოდი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ", - განაცხადა დავით თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი გარემარბი დონეცკელებმა დეკემბერში შეიძინეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ სეზონის ბოლომდე "ილიჩივეცში" გაენათხოვრებინათ.