გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა რუსულ სააგენტოებთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს 14:00 საათზე რიყეზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე 100 ათასი ადამიანზე მეტი შეიკრიბება.
"არავითარი მწვავე აქციების გამართვას არ ვაპირებთ, უბრალოდ რიყეზე, ის სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა მეორედ დაარბია ის ადამიანები შეიკრიბებიან ვინც ლევან გაჩეჩილაძეს მისცა ხმა და ყველასათვის ცხადი გახდება, რომ ეს თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება", _ აცხადებს გოგა ხაინდრავა და დასძენს, რომ ოპოზიცია დღეს რიყეზე 100 ათას ადამიანზე მეტის მისვლას ელოდება.
მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალულ საარჩევნო კომისიას არჩევნების რეალური შედეგების გამოქვეყნება არ სურს ვინაიდან ეს ჯიბის კომისიაა.
"ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევა გაჩეჩილაძეს მოგებული აქვს არჩევნები დაახლოევით 40-47 % -ით", _ აცხადებს ხაინდრავა.