ქუთაისის #111 საუბნო კომისიიდან შემაჯამებელი ოქმები გაიტაცეს
ქუთაისის #111 საუბნო საარჩევნო კომისია წუხელ გვიან ღამით დაარბიეს და დააყაჩაღეს.
კომისიის წევრთა განცხადებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოთხი ადამიანი უბანში შევიდა და აგრესიული მუქარის შემდეგ ყველა შემაჯამებელი ოქმი გაიტაცა.
სოხუმის ქუჩის პირველი ჩიხის #13 მდებარე საუბნო კომისიიდან წევრებმა თავდაპირველად დაკავშირება მხოლოდ პარტიებთან მოახერხეს. მოგვაინებით საქმეში საპატრულო პოლიცია და კუდის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, #111 უბნის მონაცემები, შესაძლოა, ბათილად ჩითვალოს, თუმცა კომისიას გადაღებული აქვს აღნიშნული ოქმების ქსეროასლები.
"ორი ინცინდენტის გარდა, ვგულისხმობ ავარიას და #111 უბნის დაყაჩაღებას, სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ქონია. ორი საათისთვის გვეცოდინება წინასწარი ინფორმაცია, თუ ვინ ლიდერობს ქალაქის მასშტაბით", - აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაშვილი.