ურთას მთაზე, რადიო „ათინათის"ანძა გაძარცვეს. მოპარულია სადენები, რამაც დასავლეთ საქართველოში რადიოს მაუწყებლობა შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით.
ინციდენტი 25 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათისთვის მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა" უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. დეტალებს გამოძიება დაადგენს.
ჯერ უცნობია, როდის განახლდება სრულფასოვანი მაუწყებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციები.
რადიო „ათინათი" ერთადერთი რეგიონული რადიომაუწყებელია, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიას.