ინტერნეტგვერდი, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები ქვეყნდებოდა "icom.org.ru" აღარ არსებობს.
"საიტი ასეთი სახელწოდებით არ არსებობს. დომენის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა", _ ნათქვამია აღნიშულ ინტერრნეთ გვერდზე შესვლის მსურველთათვის განკუთვნილ ახსნა-განმარტებაში. სწორედ ამ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგად გახდა ცნობილი ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ქართულ ბედიის მონასტერში ბაგრატ III ფრესკა აღარ არსებობს და თავად ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია.
აღნიშნულმა ანგარიშმა, რომელიც სწორედ ამ გვერდზე იყო გამოქვეყნებული და რომელსაც ფოტომასალაც ერთვოდა თან ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ქართულმა მხარემ ამ ფაქტით დაინტერესება "იუნესკოს" მოსთხოვა, ქართველმა კანონმდებლებმა კი ეს საკითხი სტრაზბურში დააყენეს.