სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, რომესაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წაემომადგენელი ფილიპ ლეფორი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი საკითხები იყო.
"მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეთა ურთიერთქმედება მაშინ იქნება უფრო ნაყოფიერი, როდესაც საქართველო, ბოლოს და ბოლოს აღიარებს პოლიტიკურ რეალობას და აღიარებს აფხაზეთს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარესა და მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.