აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ნუგზარ ფიფიამ, ზემო აფხაზეთში, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მინისტრის განცხადებით, სეპარატისტულ ხელისუფლებას ამისათვის არანაირი სამართლებრივი უფლება არა აქვს, რადგან ტურიზმის განვითრებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას სერიოზული ინვესტიციები ესაჭიროება, რომლის შესაძლებლობა სეპარატსტულ ხელისუფლებას არ გააჩნია.'
,,სეპარატისტულ ხელისუფლების არანაირი სახსრები არ გააჩნია, იმისათვის, რომ ზემო აფხაზეთში ტურიზმის განვითარება მოახერხოს, ვინაიდან ეს ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. სეპარატისტები ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ ე.წ დამოუკიდებელ აფხაზეთში სტაბილური გარემოა და ამ ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებას არაფერი უშლის ხელს."- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.
ნუგზარ ფიფიამ აღნიშნა, რომ თუ სეპარატისტული ხელისუფლება ზემო აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას რუსეთის დახმარებით აპირებს, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სრულ ანექსიას.
,,ზემო აფხაზეთი მთლიანად დაცლილია ადგილობრივი მოსხლეობისაგან, სწორედ ამოტომ ტურიზმის განვითარების საბაბით, რუსეთის მიზანს წარმოადგენს, მოახდინოს ამ ტერიტორიის სრული ანექსია, საბოლოოდ გამოდევნოს ზემო აფხაზეთიდან ძირძველი ქართული და ჩაასახლოს კოდორის ხეობაში არაქართული მოსახლეობა" - განაცხადა ნუგზარ ფიფიამ.
ეკონომიკის მინისტრმა დასძინა, რომ 2006-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთში სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისათვისა და აღმშენებლობის თვალსაზრისით საკმაოდ ფართომაშტაბიანი ინვესტიციები განახორციელა, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, მთლიანად განადგურებულ იქნა.