დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დღეს დვანში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთმანეთისათვის ერთმანეთის მხარეს არსებული დაკავებულების გადაცემის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"შეხვედრისას ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ერთმანეთისათვის დაკავებულების გადაცემის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით", _აცხადებს ჩიგოევი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გაიმართება.