დღეს, 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ევროსაბჭოს ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ ხდომაზე სიტყვით გამოვა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კლანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა 24 იანვარს გაიხსნა და 27 იანვარს დაიხურება.
მისი თქმით, სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაა მიწვეული, რომელსაც მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
"25 იანვარს ვაშაძე ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართავს, სადაც მინისტრი რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს ყურადღებს. კერძოდ, ეს შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორებს. ასევე, იგულისხება ის ვალდებულბები, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აიღო. შესაბამისად, ვაშაძე ისაუბრებს იმაზე, თუ რა ეტაპზე იმყოფება ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ასევე საუბარი შეეხება სამომავლო პრიორიტეტებს, ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას", - აღნიშნა კალანდაძემ.
კალანდაძის ინფორმაციით, ვაშაძე სხდომის ფარგლებში შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულს ხდომაზე თომას ჰამერბერგის ნაცვლად, რომელსაც ვადა უკვე ამოეწურა ადამიანის უფლებათა დაცვის ახლა კომისარს აირჩევენ.