ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს. მათ ჩვეულ მეთოდს მიმართეს მიმართეს და ქართველები ცხინვალის რეგიონიდან გამოაძევეს. ეს განცხადება დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა გააკეთა.
"არც ერთ მათგანზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ისინი თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადავაბრძანეთ", _ აცხადებს ჩიგოევი. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე 22 იანვარს დააკავეს.