აფხაზ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოხუმის საკათედრო ტაძარში ერთმანეთთან დაპირისპირებული აფხაზი სასულიერი პირები - ე.წ. სოხუმისა და ბეჭვინთის ეპარქიისა და ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტრპოლიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
"შეთახმების მიღწევა ვერ მოხედრხდა და ორივე მხარემ დატაძარი ისე დატოვა, რომ საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ. მსოფლიო პარტიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიიის წარმომადგენლების მხრიდან ეს იყო მცდელობა აფხაზი სასულიერო პირების გაერთიანებისა, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ერთიანი ძალებით მიღწევის გზაზე", _ წერს აფხაზური მედია.
მათი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა. ტექსტიც მომზადდა, რომლის ხელმოწერა უნდა მომხდარიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
შეხვედრის შემდეგ, აფხაზმა სასულიერო პირმა დოროფეი დბარმა (ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტრპოლია) განაცხადა, რომ შეთანხმება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ მათ მონანიება მოსთხოვა.
"ამასთან ერთად იგი უარს აცხადებს ჩვენთან საუბაზე, ვიდრე ჩვენზე დაწესებული აკრძალვა ღვთისმსახურებისა არ მოიხსნება. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან გავიგეთ, რომ ჩვენთვის ღვთისმსახურების აკრძალვის თხოვნის წერილები აფხაზეთიდან იგზავნებოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანეობის მიმართ. ჩვენ მზად ვიყავით ეს დაგვევიწყებინა და ერთო საქმისთვის, მაგრამ ჩვენი ხმა არ გაიგონეს. მათთან დიალოგის გაგრძელებაში უკვე აზრს ვერ ვხედავთ", _ აცხადებს დოროფეი დბარი.