სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გაიმართება. ამ შეთანხმებას დღეს დვანში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს. დღევანდელი შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასზე ოსმა სეპარატისტებმა კვლავინდებურად ოსი ეროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხი დააყენეს.
ქართულმა მხარემ თავის მხრივ, ოსი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის დაკავებული ქართველების საკითხი დააყენა. გაგრძელდა მსჯელობა ორივე მხარეს დაკავებული ადამიანების გაცვლასთან დაკავშირებით.