"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" და მისი დამფუძნებლის ნესტან კირთაძის საქმიანობა სამხრეთ ოსეთში გაურკვევლობას იწვევს", - ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულურების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ჩოჩიევმა ეს განცხადება ნესტან კირთაძისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა, რომელზეც ნესტან კირთაძემ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ დასახლებულ პუნქტებში სავაჭრო ცენტრების გახსნის შესახებ, რომლებიც პირდაპირი ხსნა იქნება ადამიანებისათვის, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან".
"ისაუბრო იმაზე, რომ ამგვარი ცენტრების გახსნა პირდაპირი შველა იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის და თითქოს ჩვენს ქვეყნებში მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, -აბსურდია.
მიმაჩნია, რომ ნესტან კირთაძე და მისი მეგობარი გოგოები ორგანიზაციაში ვარდისფერ სათვალეებში სხედან და ვერ ხედავენ თუ რა ხდება თავად მათთან საქართველოში. სააკაშვილი ყოველ კუთხეში საქველმოქმედო სასადილოებს ხსნის თავიანთი გაჭირვებული მოსახლეობისათვის, იქ მათთან ერთად სადილობს და ამით ყველას თავის ჰუმანურობას აჩვენებს. დაე, ზუსტად ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც ქალბატონი კირთაძე ხელმძღვანელობა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა ღატაკი არ იყოს", - აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, აგვისტოს მოვლენების შემდეგ და მას შემდეგ რაც "მაშინ ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთში, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ისეთების თავში, როგორიც არის კირთაძე და მისი მსგავსნი აზრად მოუვათ ქართველებისა და ოსების და ქართველებისა და აფხაზების დიალოგი და იმ დანაშაულებების დავიწყება რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ჩაიდინა".
ბორის ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართველებთან დიალოგის წინააღმდეგი არ არის და ადრე თუ გვიან ორივე ხალხი მივა აქამდე და უპირველეს ყოვლისა, ჩოჩიევი ურჩევს "ქართულ-აფხაზურ და ქარულ ოსურ სახლხს" და სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინიცირება გააკეთონ საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყებისა.
"თუ მათ მართლაც სურთ რაიმე სახის კონტაქტის დამყარება ოსებისა, აფხაზებისა და ქართველებისა, მაშინ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სცადონ თავიანთი ხელმძღვანელობის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარონ", - აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ამგვარი პროექტების შექმნას ერთადერთი მიზანი აქვს - გააგრძელონ დასავლელი დონორებისაგამნ ფულის ამოქაჩვა. ამას გარდა, ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ კირთაძის წინადადებების ცხოვრებაში განხორციელება შეუძლებელია.
"უპირველეს ყოვლისა სამხრეთ ოსეთში მისი დახმარება არავის სჭირდება, მეორე არის ის, რომ ეს ცალკე, აღიარებული და თვითკმაყოფაზე მყოფი სახელმწიფოა და მესამე არის ის, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაც კი აკრძალულია ჩვენს საზღვრებთან რაიმე პუქნტების გახსნა, ვინაიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში არავის გაუუქმებია ე.წ. კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - აცხადებს ბორის ჩოჩიევი.