აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია სირიიდან დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სირიაში ჩასული სეპარატისტები თავდაპირველად სირიაში რუსეთის ფედერაციის ელჩს აზამატ კულმუხამეტოვს შეხვდნენ.
"შეხვედრაზე განიხილეს კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ძალისხმევის შესაძლებლობა იმ საკითში, თუკი სირიაში მაცხოვრებელი აფხაზი ეროვნების ადამიანი, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების თხოვნით რუსეთის საელჩოს მიმართავს", _ იუწყება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება სირიაში მაცხოვრებელ აფხაზებს, ამჟამად, სირიაში რუსეთის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოში ექვსი სირიელი აფხაზია დარეგისტრირებული. "ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, თუნცა ეროვნების გრაფაში მათ "აფხაზი" ჩაწერეს", _ აცხადებს ელჩი.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იუწყება, რომ სირიაში ჩატარებული შეხვედრების დროს დიასპორასთან აფხაზუ დელეგაციასთან საუბარში ბევრმა სირიელმა გამოთქვა "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების სურვილი, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული სიძნელეები არსებობს. კერძოდ, სიარიაში მაცხოვრებელი აფხაზები ინტერესდებოდნენ, თუ კონკრეტულად რა პირობებოი აქვს შექმნილი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფბას რეპატრიანტთა დაბრუნებისათვის.
სულ აფხაზური მხარის ინფორმაციით სეპარატისტთა დელეგაციის წევრები დაახლოებით სირიული დიასპორის წარმომადგენელ 200 მდე აფხაზს შეხვდნენ. სულ, მათი მონაცემებით სირიაში 8 დან 10 ათასი აფხაზი ცხოვრობს.
"ამ ვიზიტის შედეგად აფხაზეთის სამთავრობო კომისიამ შეაგროვა ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც სირიაში მაცხოვრებელ აფხაზურ დიაპორას უკავშირდება", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავინდებურად გააგრძელებს ძალსიხმევას, რომელიც სირიაში მაცხოვრებელი აფხაზების "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას" უკავშირდება.