ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლების" პასუხზეა იქნება დამოკიდებული, რომლის მიღებასაც ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა დღეს იმედოვნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება, მაგრამ ახლა ველით პახუხს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან. პასუხს სამუშაო დღის ბოლომდე დაველოდებით. ჩვენი მომავალი მოქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა პასუხს მივიღებთ ან მივიღებთ თუ არა მას საერთოდ. თუ ჩვენ ვერავითარ პასუხს ვერ მივიღებთ, ხვალ ჩვენს მომავალ გეგმებს გავახმოვანებთ", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს თავის მომხრეებთან გამართულ მიტინგზე ალა ჯიოევამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისდან" უფლებამოსილებების მისთვის, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კანონიერად არჩეული პრეზიდენტისათვის" გადაცემა მოითხოვა. ამისათვის ვადა ჯიოევამ ვადიმ ბროვცევს 23 იანვრამდე მისცა.