აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების დაცვის ვადებულება არსებულ ვითარებაში ოკუპანტ მხარეს ეკისრება. ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აფხაზურ მხარის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„არაეთხელ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პირველ რიგში იუნესკოს, რომ მათ შესძლონ მისი გაგზავნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნა კალნდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია აფხაზეთის ოკუპირებულ აფხაზეთში რა გზით და როგორ მოხდება იუნესკოს დელეგაციის ჩასვლის ორგანიზება და ეს ამ კუთხით აფხაზი სეპარატისტების მოსაზრებები ნაკლებად მინიშვნელოვანია.
კალანდაძე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტრიული ძეგლების დაცვის ვალდებულება აფხაზეთის ტერიტორაზე სწორედ რუსეთს, ოკუპანტ მხარეს უნდა დაეკისროს.
„რუსეთი ვალდებულია უზრუნველყოს არა მხოლოდ მისიისშეშვების, ასევე მათი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაც", - აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, საგარეო უწყებაში აცხადებებნ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ძეგლების განადგურებასთან ერთად, დიდი საფრთხე ემუქრება მოძრავ ძეგლებს, რომელთა გატანაც უცხო ქვეყნებში უკონტროლოდ ხდება.
კალანდაძის თქმით, იუნესკოს მისიის ჩამოსვალმდე ქართული მხარე ექსპერტების დახმარებით ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული და მოძრავი ძეგლების ნუსხის შექმნაზე მუშაობს, რათა უცხოელ ექსპერტებს საშუალება მიეცეთ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ვითრებაზე, რომ არ მოხდეს მათი შეცდომაში შეყვანა.