"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გამოთქვა თავისი აზრი პეპეს მიერ მესიადმი უხეშობაზე, რომელიც ბოლო "ელ კლასიკოში" დაფიქსირდა.
"ძნელია ამ ფაქტზე კომენტარი გაკეთება. პეპეს განცხადებით მას ეს უნებურად მოუვიდა და შემთხვევით დააბიჯა ლეოს ხელზე. მხოლოდ მან იცის სიმართლე,"-განაცხადა გვარდიოლამ.
"ამჟამად ამ ფაქტზე საერთოდ არ ვფიქრობ. წინ მალაგასთან შეხვედრაა, რომელში გამარჯვებაც ჩვენ ჰაერივით გვჭირდება,"-დაამატა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს გამართულ "ელ კლასიკოში", რომელიც "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა, მატჩის ერთ ეპიზოდში პეპემ წაქცეულ მესის ხელზე დააბიჯა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პეპესთვის დისკვალიფიკაცია არ მიუციათ.