ფეხბურთი ორი უდიდესი წარმომადგენლის, პელესა და დიეგო მარადონას შორის დუელი კვლავ გრძელდება. მარადონა გამოეხმაურა პელეს განცხადებას, რომელშიც ბრაზილიელს ნაქთვამი ჰქონდა, რომ ლიონელ მესი, მის დონეს დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდ ვერ მიაღწევდა.
"ჩემი აზრით სიბერემ თავისი გავლენა უკვე მოახდინა ბრაზილიელზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია და ბევრი არ იცის თანამედროვე ფეხბურთის შესახებ. ის სუპერმარკეტში გასულიც არ მინახავს,"-განცხადა მარადონამ.
"მისი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონიებზე. ის ფიფას პრეზიდენტის გვერდით დგას როგორც დისტანციური მართვის თოჯინა. მისი კომენტარები მე არ მაკვირვებს,"-დაასრულა დიეგომ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მეფედ შერაცხულმა ბრაზილიელმა პელემ არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ აღიარა. ამის მიზეზად მან არგენტინის ნარკრებში ვერ მიღწეული წამრატება დაასახელა.