კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა პლეიმეიკერმა, ხუან რომან რიკელმემ აღფრთოვენება გამოთქვა ანდრეს ინიესტასა და "ბარსას" თამაშისადმი.
"ის რასაც ინიესტა საფეხბურთო მოედანზე აკეთებს, უბრალოდ სასწაულია. თუ გინდათ რომ გაიგოთ როგრია არაამქვეყნიური ფეხბურთი, მაშინ უყურეთ თუ როგორ თამაშობს ანდრესი "ბარსელონაში",- განაცხადა SPORT-თან ინტერვიუში არგენტინელმა.
მან ბარსელონას მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა.
"ლურჯ-წითლები საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. მათზე ყოველდღიურად საუბრობენ ჟურნალისტები, ფეხბურთელი და მწვრთნელები, მაგრამ დამარცხების გზა ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი", - განაცხადა რიკელმემ.