5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 220 საჩივარი დაწერა. ამის შესახებ განცახდებას საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ გააკეთა.
მისი თქმით, საიას წარმომადგენლები მხოლოდ სამ ქალაქში _ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში _ მუშაობდნენ. შესაბამისად საჩივრების აღნიშნული რაოდენობა მთელ საქართველოს არ მოიცავს.
"დარღვევები სხვადასხვა ტიპისაა. ყველა საჩივარი საუბნო კომისიებს გადავეცით, რომელიც ვალდებულია დღესვე განიხილოს ყველა მათგანი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხევავში, მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიას", - განაცხადა ჩხეიძემ.
მისი თქმით, დაფიქსირებულია დარღვევები, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა რამდენიმე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად გამოცხადდეს