სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პარლამენეტში დეპუტატების წარდგენის საინიციტივო ჯგუფების რეგისტრაცია დაიწყო.
აღნიშნული პროცესი 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამავე დროს სოხუმში ე.წ. ცესკო სხდომაც ჩატარდა, რომელზეც 35-ვე საარჩევნო საოლქო კომისიების შემადგენლობა დაამტკიცეს.
ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას განცხადებით, 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 137 კანდიდატი იყო წარდგენილი.
"გამოცოცხლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ნაკლები არც ამჯერად უნდა იყოს", - განაცხადა ტაბაღუამ.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 10 მარტს უნდა ჩატარდეს. სულ ე.წ. აფხაზურ პარლამენტში 35 ადგილია. ბოლოს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში 2007 წლის 4 მარტს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები