დღეს შსს-მ ამოიღო დიდი ოდენობით არადეკლარირებული ნაღდი ფული, 120 ათასი აშშ დოლარი. მიმდინარეობს გამოძიება ფულის გათეთრების ფაქტზე. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზღულაძის განცხადებით, გამოძიების პროცესში დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, კერძოდ ბადრი პატარკაციშვილის შტაბისთვის.
"ეჭვმიტანილები მიუთითებენ, რომ ანალოგიური გზით ანუ რუსეთის ფედერაციიდან ოსეთის გავლით შემოსული თანხა, 60 ათასი დოლარი, გუშინ უკვე გადაეცა ამ კანდიდატის შტაბს", _ განაცხადა მან.
გამოძიებას აწარმოებს კრიმინალური პოლიცია.