თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა 2 კვირით გაუგრძელა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურმა, რომელსაც 5 იანვარს ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხი უნდა განეხილა, გადაწყვეტილების გახმაურებისგან თავი პოლიტიკური მოტივით შეიკავა.
"არ გამოვრიცხავ, რომ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარი
პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო
არჩევნებს უკავშირდებოდეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საფრანგეთის
საიმიგრაციო სამსახური პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილების გახმაურებისგან თავს სწორედ იმავე მოტივით
იკავებს", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელიამ.