კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას, რომელსაც იგი გაგრაში შეხვდა კუბანისა და აფხაზეთის ერთობლივი საქმიანი ფორუმის ჩატარება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მან ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აფხაზი მეწარმეების სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაში ჩართვის იდეას.
"რუსეთი ყოველთვის ეხმარებოდა აფხაზეთს ეკონომიკურად. ამიტომაც კრასნოდარის მხარე მომავალშიც მზადაა დაეხმაროს და აქტიურად ითანამშრომლოს აფხაზეთთან", - განაცხადა ტკაჩოვმა.
ტკაჩოვმა თავის ბლოგში ასევე მიუთითა: "თქმა არ მინდოდა, მაგრამ მაინც დაწერენ ამის შესახებ. მე ამიერიდან აფხაზეთის საპატიო მოქალაქე ვარ. ასე რომ მე ორი მოქალაქეობა მაქვს ამჟამად, რუსეთის და საპატიო - საზღვარგარეთის აფხაზეთის".